ესებუა ვლადიმერ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ესებუა ვლადიმერ მიხეილის ძე (1917, სოფ. გრიგოლიში, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, – 19. X. 1971, ზუგდიდი), საბჭოთა კავშირის გმირი (17. XI. 1943). უფრ. სერჟანტი (1944). 1937 გაიწვიეს წითელ არმიაში. სსრკ-ფინეთისა (1939–40) და II მსოფლიო ომების (1939–45) მონაწილე. იბრძოდა ქ. ნოვოროსიისკისა და ტამანის ნ.-კ-ის განთავისუფლებისათვის. ერთ-ერთი პირველი გადავიდა ქერჩის პლაცდარმზე. ამ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. იყო იაპონიის კვანტუნის არმიის განადგურების (1945) მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენი და მედლები. ტ. ჩინჩილაკაშვილი.