ესიქომი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარ ქედზე, ყელის ვულკანური ზეგნის ჩრდ. კიდეზე, სიმაღლე 3572 . აგებულია მეოთხეული ასაკის ანდეზიტური ლავებით. აღმართულია იურული ფიქლებისა და ქვიშაქვების საფუძველზე. ჩრდ. კალთა ციცაბოა, სამხრ. – შედარებით დამრეცი. 2800 სიმაღლემდე ალპ. მდელოებია. ჭ. ჯანელიძე.