ესკიზი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ესკიზი (ფრანგ. esquisse), მხატვრული ნაწარმოების (სურათი, ქანდაკება, არქიტექტურული პროექტი, თეატრის ან კინოს დეკორაცია და სხვ.) ან მისი რომელიმე ნაწილის ჩანახატი. ე. სრულდება გრაფიკულად, ფერწერულად ან სკულპტურულად. ე-ში გადმოცემულია ავტორის ძირითადი ჩანაფიქრი, მომავალი ნაწარმოების არსებითი და მნიშვნელოვანი მხარეები, კომპოზიცია, კოლორიტი, პროპორციები, რიტმი. დიდი მხატვრების (მიქელანჯელო, რემბრანდტი, რუბენსი, დელაკრუა და სხვ.) ე-ები მაღალმხატვრული ნაწარმოებებია. ქართვ. მხატვართაგან აღსანიშნავია პ. ოცხელის, ლ. გუდიაშვილის, ს. ქობულაძის, ა. ქუთათელაძის, ს. ვირსალაძის, დ. ერისთავის ე-ები მონუმ.-დეკორ. მხატვრობის, ილუსტრაციების, თეატრ. და კინო-დეკორაციებისათვის, დაზგური ფერწერისა და გრაფ. ნიმუშებისათვის. ფართო მნიშვნელობით ე. ეწოდება სახვითი ხელოვნ. დაუმთავრებელ ნაწარმოებებს, რ-ებიც შესრულებულია წარმოსახვით ან ნატურიდან.