ეული სანდრო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ს ეულ.png

ეული სანდრო (ნამდვ. გვარი და სახელი – ქურიძე ალექსანდრე ქიშვარდის ძე) [11 (23). X. 1890, სოფ. ზომლეთი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 25. III. 1965, თბილისი], პოეტი. 1907 დაამთავრა ლანჩხუთის სამოქალაქო სასწავლებელი. 1909-იდან, ფოთში მუშაობის დროს, ჩაება რევ. საქმიანობაში. 1920 იყო ქართ. ბოლშევიკური გაზ. “კომუნისტის” რედაქტორი. იყო საქართვ. მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი (1934–39), ჟურნ. “ნიანგის” რედაქტორი (1925, 1928–30, 1936–44), საქართვ. საჯარო ბ-კის დირექტორი (1933–36 და 1944–62). ლექსების ბეჭდვა 1909 დაიწყო. საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დამყარების (1921) შემდეგ ე. იყო “პროლეტარული მწერლობის” ერთ-ერთი მეთაური. აღსანიშნავია მისი პოემები: “არწივების ბუდე”, “ჭალადიდი”; დრამ. პოემა “ახალი ბალეტი”; პიესა “უძლეველი ძალა”; მოთხრობები: “ამირან ვაშალომიძე”, “სიცოცხლის დაბრუნება” და სხვ., რ-ებიც გაერთიანდა კრებულებში: “რჩეული ლექსები და პოემები” (1930), “პოემები” (1933), “რჩეული” (1941), “პატარა მოთხრობები” (1942). დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თხზ.: თხზულებანი ორ ტომად, თბ., 1963–64. ლიტ.: აკერმანი ნ., ბაქრაძე თ., ლაიშვილი ნ., სანდრო ეული–ქურიძე. 1890–1960 (მოკლე ბიბლიოგრაფიული საძიებელი), თბ., 1960. ა. მირიანაშვილი.