ეფრემიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეფრემიძე თორნიკე იპოლიტეს ძე (დ. 10. VIII. 1932, სოფ. სალხინო, ვანის მუნიციპალიტეტი), ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (1998). დაამთავრა ქუთაისის პედ. ინ-ტი (1954). 1976–85 და 2001–05 იყო ქუთაისის ა. წერეთლის სახ. სახელმწ. უნ-ტის ფიზიკის კათედრის გამგე, ამავე უნ-ტის საგამომცემლო-სარედ. საბჭოს თავ-რე (1999–2004), 2006-იდან არის ემერიტუს პროფესორი. კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, კვანტური ველების თეორია, ფიზ. ისტორია. დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ფიზ. განვითარების ისტ. შესწავლაში.