ეფრემ მაწყვერელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეფრემ მაწყვერელი, აწყურის ეპისკოპოსი დაახლ. 845–885. დაიბადა ქართლში, დიდებული აზნაურის ოჯახში. იზრდებოდა ხანძთის მონასტერში, იყო გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, შემდეგ მოღვაწეობდა ნეძვის მონასტერში. წყაროებში იხსენიება „დიდი ეფრემის” სახელით. ე. მ. დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, მან არსენ I კათოლიკოსის წინააღმდეგ შექმნილი ძლიერი დაჯგუფება მშვიდობიანად დაშალა, კათოლიკოსს შეარიგა უკმაყოფილო ეპისკოპოსები და მთავარი გუარამ მამფალი. ე. მ-ის მცდელობით ქართ. ეკლესიამ იერუსალიმის პატრიარქ სერგისაგან (843–859) მიიღო უფლება „მირონის კურთხევისა” ქართლში (მანამდე მირონი იერუსალიმიდან იგზავნებოდა). დასაფლავებულია აწყურის მონასტერში. ე. მ. შერაცხულია წმინდანად, მისი ხსენების დღეა 17 (30) აპრილი. წყარო: გიორგი მერჩულე, ცხორებაQ გრიგოლ ხანცთელისაQ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963. ლიტ.: ბოგვერაძე ა., ერთი ქრონოლოგიური საყრდენი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა (აშოტ I დიდი კურაპალატის სიკვდილის თარიღის შესახებ), კრ.: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1970; ჯავახიშვილიივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1965. ბ. ლომინაძე.