ეფშტაინი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეფშტაინი (Epstein) ედუარდ იოსების ძე (1827, გერმანია, – 1889, თბილისი), გერმანელი პიანისტი, პედაგოგი. საქართველოში პროფ. სამუსიკო განათლების ერთ-ერთი აქტ. მოღვაწე. 1848 შევიდა ლაიფციგის კონსერვატორიაში (პროფ. ე. მოშელესის საფორტეპიანო კლასი). კონსერვ. დამთავრების შემდეგ კონცერტებს მართავდა ევრ. ქვეყნებში, მ. შ. რუსეთშიც. 1857 ე. ცნობილ მომღერალ გ. ფერზინგთან ერთად საგასტროლოდ ეწვია თბილისს და აქვე დარჩა საცხოვრებლად. ეწეოდა, უპირატესად, პედ. მოღვაწეობას. იყო „კავკასიის სამუსიკო საზოგადოების” აქტ. წევრი. 1879-იდან მუშაობდა ხ. სავანელის, ა. მიზანდარისა და კ. ალიხანოვის მიერ დაარსებულ სამუსიკო სკოლაში (1882-იდან – სამუსიკო სასწავლებელი). სამი ათეული წლის განმავლობაში ე-მა მრავალი პიანისტი აღზარდა, შეიმუშავა სამუსიკო აღზრდის მეთოდიკური საფუძვლები, რაც ჩამოაყალიბა ნაშრომში „მოზარდი თაობის მუსიკალური აღზრდა” (1888 დაისტამბა ლაიფციგში, 1898 – პეტერბურგში). 1887 თბილ. საზოგადოებრიობამ აღნიშნა ე-ის პედ. მოღვაწეობის 30 წლისთავი. ნ. ლორია.