ექვთიმიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ექვთიმიშვილი თამაზ აკაკის ძე (დ. 12. I. 1956, თბილისი), მწერალი, დრამატურგი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1977). პირველი მოთხრობა “ამპუტაცია” გამოაქვეყნა 1985, პირველი კრებ. “ჟირაფები ზამთარში” – 1995. 1999 გამოსცა მოთხრობათა კრებ. “მოწმე”. ავტორია რომანისა “აქ, იმ ქალაქში” (2010), ნოველებისა და პიესებისა, რ-ებიც იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებსა და ალმანახებში. 2010 პიესისათვის “პუანტები” მიენიჭა ლიტ. პრემია “საბა”.