ექსანიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ექსანიშვილი ელეონორა გრიგოლის ასული (11. II. 1919, თბილისი, – 5. I. 2003, იქვე), კომპოზიტორი, პედაგოგი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1967). 1940 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვ. ფორტეპიანოსა (ხელმძღვ. ა. თულაშვილი) და კომპოზიციის (ხელმძღვ. ი. რიაზანოვი და ა. ბალანჩივაძე) განხრით. 1944-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სახელმწ. კონსერვატორიაში, 1973-იდან პროფესორი (სპეც. ფორტეპიანოს კათედრა). 1973 განათლების სამინისტროსთან გაიხსნა საქართველოში პირველი ექსპერ. სამუსიკო სკოლა-სტუდია, რ-იც ფუნქციონირებს ე-ის მეთოდიკით. 1944-იდან საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის სოლისტი. ე. ავტორია მრავალი მუს. ნაწარმოებისა, მ. შ. აღსანიშნავია: „გასეირნება” („ტყის მეგობრები”, ერთაქტიანი საბავშვო ოპერა, 1961), პრელუდია და ეტიუდი ფორტეპიანოსათვის (1939), კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფ. ორკესტრისათვის N1 (1944), N2 (1955), სიმებიანი კვარტეტი N1 (1944), N2 (1942), საფორტეპიანო კვინტეტი (1945), სონატინა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1981), სიმღერები, თეატრის მუსიკა და სხვ. ე. ავტორია მეთოდური ნაშრომებისა, აგრეთვე სამუსიკო ხელოვნების სხვადასხვა საკითხისადმი მიძღვნილი სტატიებისა.