ექსპრომტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ექსპრომტი (ლათ. expromtum – მზა), რომელიმე მოვლენის ან მისგან მიღებული შთაბეჭდილების გამო სახელდახელოდ შეთხზული ლექსი, უმეტესად სახუმარო, სატირული ან საზეიმო და სახოტბო ხასიათისა. ქართ. მწერლობაში განსაკუთრებით გავრცელებული იყო XVIII–XIX სს-ში. ძვ. ქართ. მწერლობაში ე. მუნასიბის სახელით იყო ცნობილი, ე-ს ქართ. ხალხ. სიტყვიერებაში კაფია ეწოდება. მუსიკაში – უეცრად, იმპროვიზაციის შედეგად შექმნილი საფორტეპიანო პიესა. მისთვის დამახასიათებელია ლირიზმი, აღფრთოვანება.