ექსცენტრიკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ექსცენტრიკა (ლათ. excentrum – ცენტრის მიღმა), საცირკო და საესტრადო ხელოვნების ჟანრი. მსახიობის (კლოუნი, გიმნასტი) საშემსრულებლო ხერხი, რ-ის დროსაც დარღვეულია ჩვეულებრივი, საყოველთაოდ მიღებული მოქმედების ნორმები. მისთვის დამახასიათებელია ალოგიკურობა, მოულოდნელობა, შეუსაბამობა, იუმორი. ე-ის ხერხებს იყენებენ საცირკო ხელოვნ. ყველა ჟანრში (აკრობატიკა, გიმნასტიკა, მუს. ნომრები). მის ელემენტებს შეიცავდა მოხეტიალე მსახიობთა, ჯამბაზთა, მასხარათა გამოსვლები. საცირკო ე-ის ოსტატები იყვნენ კლოუნები გროფი, ბიმ-ბომი და სხვ. ცხოველების მწვრთნელი ა. ცხომელიძე, გიმნასტი ა. დონატო. ე-ს მიმართავენ მუს. ნომრის შესრულების დროსაც – მუს. საკრავებად იყენებენ ქვებს, ტაფებს და სხვ. შ. ცუცქირიძე.