ეშბა მარინა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მ ე შ ბ ა ჯუმა ახუბა ქანდაკება.png

ეშბა მარინა ეფრემის ასული (20. VII. 1924, ლონდონი, – 17. V. 2002, სოხუმი), აფხაზი მოქანდაკე. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1981). დაამთავრა მოსკ. დეკორ. და გამოყენებითი ხელოვნ. ინ-ტი (1951). 1951-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: მამის, ე. ეშბას ძეგლი (1973, სოხუმი); “1905 წელი”, ბარელიეფი (1955, რევ. მუზეუმი, მოსკოვი); ა. პუშკინის პორტრეტი (1956; სოხუმის სურათების გალერეა); ავტორია მედლებისა: “მოსკოვი” (1957), “პირველი თანამგზავრი” (1958), “26 ბაქოელი კომისარი” (1958) და სხვ.