ეჩმიაძინის ბრძოლა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეჩმიაძინის ბრძოლა 1804, ბრძოლა რუსეთისა და ირანის ცხენოსან ჯარს შორის ეჩმიაძინის მონასტრის ახლოს. რუსეთ-ირანის ომის (1804–13) დროს კავკ. მთავარმართებელი პ. ციციანოვი 1804 გაზაფხულზე დაახლ. 6 ათ. კაცით ერევნისაკენ დაიძრა და ეჩმიაძინთან დაბანაკდა. მას ალყა შემოარტყა ირანის 12 ათასიანმა კორპუსმა. ამ ბრძოლაში ირანის მხარეს მონაწილეობდა ალექსანდრე ბატონიშვილი, ირანელები ცდილობდნენ სამხრეთიდან შემოჭრილიყვნენ საქართველოში. ხანმოკლე წარმატების მიუხედავად ირანელები დამარცხდნენ. 27 ივნ. ეჩმიაძინის მონასტერი რუს. გარნიზონმა დაიკავა.