ეჩო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეჩო.png

ეჩო, ხის სათლელი რკინის იარაღი, პირბრტყელი და თოხივით მოხრილი. დანიშნულებისა და სამუშაო პირის მოყვანილობის მიხედვით ცნობილია სხვადასხვა სახის ე. (ღორეჩო, ფეხეჩო, ხელეჩო, ცულეჩო, თოხეჩო და სხვ.). მისი სათლელი პირი თავისკენ მიითლის ნაფოტს და მთლელისკენ ისვრის, რაც თავისებურადაა ასახული ხალხ. სიტყვიერებაში „განა კაცი ეჩო არის, სულ თავისკენ მიითლიდეს?” ნ. რეხვიაშვილი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ეჩო&oldid=11325-დან“