ეწერი, სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეწერი, სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), ოდიშის ვაკეზე, მდ. ჩხოუშის (ენგურის აუზი) ნაპირას. სათავო სოფელი. ზ. დ. 260 , წალენჯიხიდან 6 კმ, ჯვარიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 6 კმ. 1,1 ათ. მცხ. (2002).