ეჯიბი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეჯიბი (არაბ. ჰაჯიბ – მეფის მეკარე, კარისკაცი), 1. ერთ-ერთი დიდმოხელე ქართველი მეფის სასახლეში, მეკარე, მეფისთვის აჯა-სათხოვართა მომხსენებელი. ამირეჯიბის ხელქვეითი. საქართველოში ე-ები ჰყავდათ დიდებულ ხელისუფლებსაც და მაღალი წრის მანდილოსნებსაც. სელჩუკთა სახელმწიფოში სასახლის მსახურთა უფროსი იყო საგანგებო მოხელე “დიდი ჰაჯიბი” (“ჰაჯიბთ-ჰაჯიბი”). 2. (ეთნოგრ.) ქართ. საქორწინო ცერემონიალში ვაჟის მაყრების უფროსი, რ-იც “მეფის” (ნეფის) წარმომადგენელი და ნება-სურვილის აღმსრულებელი იყო. მთიულეთში ე. სასიძოს მკვიდრი ბიძაშვილი უნდა ყოფილიყო, რ-ის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა ჯვარდაწერილი ნეფე-დედოფლისათვის გვირგვინის მოხდა იყო. ამ მნიშვნელობით ე-ის გარდა გვხვდება სხვა ტერმინებიც. მაგ., “მეჯვარე”, “ხელისმომკიდე”. ლიტ.: ითონიშვილი ვ., ქართველ მთიელთა საოჯახო ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1960; ჭყონია ი., ქორწინების ინსტიტუტი მთიულეთში, ნაწ. 1, თბ., 1955; ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 1, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6). ი. ფუტკარაძე. ვ. ითონიშვილი.