ვაგინი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაგინი ლეონიდე ივანეს ძე (18. II. 1905, თბილისი, – 4. IV.1976, მოსკოვი), გენერალ-მაიორი (1944), საბჭოთა კავშირის გმირი (6.IV.1945). დაამთავრა თბილ. საარტ. სასწავლებელი (1925). მონაწილეობდა II მსოფლიო ომში (1939–45). იყო 79-ე მსროლელი დივიზიის მეთაურის მოადგილე, შემდეგ – მეთაური. ვისლა-ოდერის ოპერაციაში (1945) გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებითა და მედლებით. ტ. ჩინჩილაკაშვილი.