ვაგნერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვ. რ. ვაგნერი.png

ვაგნერი ((Wagner) ვილჰელმ რიხარდ (22.V.1813, ლაიფციგი, – 13.II.1883, ვენეცია), გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი, მუს. მწერალი და თეატრალური მოღვაწე. 1842–49 იყო დრეზდენის ოპერის კაპელმაისტერი. მონაწილეობდა 1849 მაისის დრეზდენის აჯანყებაში, რ-ის დამარცხების შემდეგ 13 წელი დევნილი იყო. 1872-იდან ცხოვრობდა ბაიროითში, სადაც 1876 დააფუძნა ვაგნერის ბაიროითის თეატრი (აქ ყოველწლიურად იმართება ვაგნერის საოპერო მუს. ფესტივალი). ვ. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი და საოპერო ხელოვნების უდიდესი რეფორმატორია. მისი ოპერები: “მფრინავი ჰოლანდიელი” (1841), “ტანჰოიზერი” (1844) და “ლოენგრინი” (1848) წარმოადგენს ახ. ერას ეროვნ.-რომანტ. მუს. თეატრის ისტორიაში. ვ-ის საოპერო რეფორმამ თეორ. გააზრება პოვა მის ნაშრომებში: “ხელოვნება და რევოლუცია” (1849), “მომავლის მხატ-ვრული ნაწარმოები” (1850), “ოპერა და დრამა” (1851), “მიმართვა მეგობრებისადმი” (1851). ცენტრ. ადგილი ვ-ის საოპერო შემოქმედებაში უკავია მონუმ. ციკლს “ნიბელუნგის ბეჭედი”. ამ ტეტრალოგიისა და აგრეთვე მუს. დრამის “ტრისტან და იზოლდეს” დრამატურგია ემყარება მუს. უწყვეტ მდინარებას (“უსასრულო მელოდია”), ოპერის სიმფონიზაციისა და ლაიტმო-ტივების სისტემას. ვ-ის მუს. დრამები დაწერილია გერმ.-სკანდინავიური მითოლ. სიუჟეტებზე. აღსანიშნავია რეალისტური ყოფითი კომედიური ოპერა “ნიურნბერგელი მაისტერზინგერები”. ვ. იყო სადირიჟორო ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. მრავალმხრივია მისი სალიტ. მოღვაწეობაც. ავტორია ოპერის ლიბრეტოების, დრამების, რეცენზიების, ხელოვნების ისტ. ნარკვევების, პოლიტ. და ფილოს. ხასიათის სტატიების. ვ-მა უდიდესი გავლენა იქონია მისი თანამედროვე და მომდევნო ეპოქების მსოფლიო მუსიკაზე. ვ-ის ოპერებიდან თბილისში დადგმულია “ტანჰოიზერი” (1886), “ლოენგრინი” (1890, 1922, 1973) და “მფრინავი ჰოლანდიელი” (1976). ლიტ.: დრუსკინი მ., საზღვარგარეთის ქვეყნების მუსიკის ისტორია, თბ., 1978.