ვადაჭკორია ბადრი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბ. ვადაჩკორია.png

ვადაჭკორია ბადრი ნიკოლოზის ძე (დ. 29. V. 1947, ლანჩხუთი), ჟურნალისტი, ფოტოკორესპონდენტი. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2003). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყ-ბა (1977). მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეც. კორესპონდენტად (1971-იდან). იყო საქტელერადიოკორპორაციისა და “ახალი ქართული გაზეთის” საკუთარი კორესპონდენტი ცენტრ. და აღმ. ევრ. ქვეყნებში (1998–2002). გაზეთების “ნატვრისთვალის”, “ახალგაზრდა კომუნისტის” სპეც. კორესპონდენტი. 1994–98 მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში. არის საერთაშ. ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი. ვ. არის საქართვ. ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის (ფედერაცია) წევრი (1982), ჟურნალისტთა საერთაშ. ორგანიზაციის წევრი (1993) და ჟურნალისტთა ფედერ. პრიზის “ოქროს ფრთის” ლაუ-რეატი (2005). არის 25 ფოტოკრებულის და 6 წიგნის ავტორი. მისი ნამუშევრებია: ფოტოალბომი “ქართული სული” (2007, I ტ.), “ჩემი საქართველო” (2010) და სხვ.