ვადაჭკორია ნოდარ კონდრატეს ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასტუმრო ამირანი თბილისი 1986.png

ვადაჭკორია ნოდარ კონდრატეს ძე (დ. 27.II.1930, თბილისი), არქიტექტორი. დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1955). მუშაობდა თბილ. სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებში. 1988 არჩეულ იქნა “საკკურორტპროექტის” საქართვ. ფილიალის დირექტორად (1996-იდან – შპს “კურორტპროექტი”). მონაწილეობდა სანატორიუმ “იმერეთის” (წყალტუბო) დაპროექტებაში (1958). ძირითადი ნამუშევრები: სასტუმრო დაბა ფასანაურში (1958, ზ. თავართქილაძესთან ერთად); მინისტრთა საბჭოს დასასვენებელი სახლი ბიჭვინთაში (1963); პან-სიონატები წყნეთში (1964, ყველა ვ. ალექსი-მესხიშვილთან ერთად); პანსიონატი “სინოპი” სოხუმში (1965); დასასვენებელი სახლი “ჰორიზონტი” ქობულეთში (1978, მ. ლიპარტელიანსა და მ. ჩხენკელთან ერთად); სასტუმრო “ამირანი” თბილისში (1986, ლ. კარკუსოვასა და მ. მარგველაშვილთან ერთად); საკასაციო სასამართლო თბილისში (2006, რ. ბაკურაძესთან ერთად) და სხვ. საერთაშ. გამოფენებზე იყო აგრეთვე საქართვ. პავილიონების ავტორი გფრ-ში (1972), თურქეთში (1973), ბულგარეთში (1974), საფრანგეთში (1975, ყველა რ. კიკნაძესა და შ. ყავლაშვილ-თან ერთად), მოსკოვში (1977, ო. ლითანიშვილთან ერთად). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2002). ს. კინწურაშვილი.