ვადაჭკორია შოთა იპოლიტეს ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შ. ვადაჩკორია.png

ვადაჭკორია შოთა იპოლიტეს ძე (21. II. 1928, თბილისი, – 9. XII. 2005, იქვე), მწერალი, ჟურნალისტი, საქართველოს კულტურის დამს. მუშაკი (1984). დაამთავრა თსუ-ის დას. ევრ. ენებისა და ლიტერატურის ფაკ-ტი (1952). 1953-იდან მუშაობდა სხვადასხვა გაზეთის (“ზარია ვოსტოკა”, “ახალგაზრდა კომუნისტი”, “სახალხო განათლება”, “ლელო”) და ჟურნ. “ჟურნალისტის” (1993–95, მთ. რედაქტორის მოადგილე) რედაქციებში, ხოლო 1966-იდან – 2003-მდე – ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნ. რედაქციაში: 1966–67 იყო სიტყვანისა და სამეცნ. კონტროლის რედაქციის გამგე, 1967–93 – ენისა და ლიტ-რის რედაქციის გამგე, 1995-იდან – 2003-მდე – სიტყვანისა და ბიბლიოგრაფიის რედაქციის გამგე. “ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის” 12-ტომეულის მომზადებასა და გამოცემაში შეტანილი წვლილისათვის ვ-ს 1988 მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (სხვებთან ერთად). 1953-იდან სისტემატურად აქვეყნებდა ლიტ.-კრიტ. და პუბლიც. წერილებს, მოთხრობებს. ავტორია მოთხრობათა კრებულისა “პირველი ჩემპიონები” (1965). 1987 ცალკე წიგნად გამოსცა მოთხრობა “კუპრა”, ავტორია აგრეთვე მოთხრობებისა: “ნოვოკაინი” (1988), “შურისგება” (1989) და სხვ. აღსანიშნავია რომანი-დილოგია (I წიგნი – “მზის თვალი”, თბ., 1977; II წიგნი – “ლოტოსის ფურცლები”, თბ., 1984), რ-შიც გადმოცემულია სტუდენტობისა და შემოქმედი ინტელიგენციის ყოფა-ცხოვრება. ლ. ავალიანი.