ვავილოვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნ. ვავილოვი.png


ვავილოვი ნიკოლოზ ივანეს ძე [13(25).XI. 1887, მოსკოვი, – 26. I. 1943, სარატოვი], გენეტიკოსი, მემცენარე, გეოგრაფი. სსრკ მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1929), უკრაინის მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1929). საკავშირო სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. პრეზიდენტი (1929–35) და ვიცე-პრეზიდენტი (1935–40). 1931–40 საკავშ. გეოგრ. საზ-ბის პრეზიდენტი. 1911 დაამთავ-რა მოსკოვის სას.-სამ. ინ-ტი. ვ-მა ჩამოაყალიბა თანამედროვე სელექციის მეცნ. საფუძვლები, შექმნა მოძღვრება კულტ. მცენარეთა წარმოშობის მსოფლიო ცენტრებისა და მათი გეოგრ. გავრცელების შესახებ, აღმოაჩინა მცენარეთა მემკვიდრეობითი ცვალებადობის ჰომოლოგიური რიგისა და მცენარეთა იმუნიტეტის კანონები. ვ-მა 1920–40 მოაწყო მრავალი ბოტან.-აგრონ. ექსპედიცია ამიერკავკასიაში, მ.შ. საქართველოში. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში აღმოჩენილ იქნა მცენარეთა მრავალი ახ. სახეობა და სახესხვაობა, მ. შ. ხორბლის (ზანდური, დიკა, გეორგიკუმი, მახა). მასვე ეკუთვნის საქართველოში ბევრი ახ. მცენარის, კერძოდ, ჩაისა და სხვა სუბტროპ. კულტურების შემოტანა-დანერგვის იდეა. ვ. იყო ლენინური პრემიის ლაურეატი (1926) ავღანეთში ჩატარებული გეოგრ. გამოკვლევებისათვის გადაეცა ნ. პრჟევალსკის სახ. ოქროს მედალი. ვ. იყო მრავალი საზღვარგარეთული აკად. და საზ-ბის წევრი და საპატიო წევრი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. დაწესებულია ნ. ვავილოვის სახ. პრემია (1965) და ოქროს მედალი (1968). მისი სახელი მიენიჭა მემცენარეობის საკავშ. ინ-ტს (1967). იყო რეპრესირებული (1940).