ვაზაგაშვილი გიორგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გ. ვაზაგაშვილი.png


ვაზაგაშვილი გიორგი მურაზის ძე (დ. 19. IV. 1974, სოფ. ფლავი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი), სპორტსმენი (ძიუდო). სიდნეის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (2000), დსთ-ის ჩემპიონი (1992), ევრ. (1993) და მსოფლიოს (1994) ჩემპიონი ახალგაზრდებში. ევრ. და მსოფლიო ჩემპიონატების მეორე პრიზიორი (1995). ევრ. ჩემპიონი (1996, 1997), მსოფლიოსა (1997) და ევრ. (1999) ჩემპიონატების მესამე პრიზიორი. გამოდიოდა სხვადასხვა წონით კატეგორიაში. მიღებული აქვს ღირსებისა (1997) და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის (2000) ორდენები.