ვაზეჰი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაზეჰი (ნამდვ. სახელი – მირზა შაფი) (დაახლ. 1792–96, განჯა, – 28. XI. 1852, თბილისი), აზერბაიჯანელი პოეტი, განმანათლებელი, კალიგრაფი. 1840-იდან თბილ. სამაზრო სასწავლებელში ასწავლიდა აზერბ. და სპარს. ენებს. 1844 დააარსა ლიტ.-ფილოს. წრე. 1846–50 განჯაში მასწავლებლობდა. 1850 დაბრუნდა თბილისში. ვ-ის შემოქმედება შეიცავს ფილოს. ლირიკას, სატირული ჟანრის ნაწარმოებებს, სატრფიალო ლექსებს და სხვ. ვ-ის ლექსების დედნები, მცირე გამონაკლისის გარდა, შემორჩენილი არ არის. მსოფლიო მას იცნობს გერმ. პოეტის ფ. ბოდენშტედტის თარგმანით (“ათას ერთი დღე აღმოსავლეთში”, 1850 და “მირზა შაფის სიმღერები”, 1851). ვ. კარგად იცნობდა ქართ. სინამდვილეს, რაც მის პოეზიაშიც აისახა (“დამშვიდობება თბილისთან”). თხზ.: Избранная лирика, Баку, 1986; [წიგნში] Антология азербайджанской поэзии, т. 2, М., 1960. ლიტ.: ბოდენშტედტი ფ., ათას ერთი დღე აღმოსავლეთში, თბ., 1965; Рафили М., Мирза Шафи в мировой литературе, Баку, 1958; Сейд-заде А. А., Мирза-Шафи Садык-оглы Вазех, Баку, 1969. გ. შაყულაშვილი.