ვაზი+

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“ვაზი+” (შპს), სუვენირული ღვინის ქარხანა. შეიქმნა 1995 თბილისში (ზაჰესი). ფლობს 90 ჰა მიწის ფართობს საქართვ. სხვადასხვა კუთხეში (კახეთი, სამეგრელო), სადაც გაშე-ნებულია ადგილობრივი უნიკალური ვაზის ჯიშები (ოჯალეში, საფერავი, რქაწითელი), რაც საავტორო ღვინოების შექმნის საშუალებას იძლევა. კლასიკურად დამზადებული ღვინოების გვერდით, როგორიცაა: “მუკუზანი”, “საფერავი”, “წინანდალი”, “ქინძმარაული” და ა. შ. ღვინო მზადდება ტრად. მეთოდით – ქვევრში. ღვინო გამოდის სავაჭრო ნიშნით “ბინეხი”. ამ კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქვევრის ღვინოებს. ღვინო, ბოთლების გარდა, ისხმება აგრეთვე სხვადასხვა ფორმის კერამ. ჭურჭელში, რ-ებიც მზადდება ხელით, სპეც. ტე-ქნოლოგიით, კომპანიის კუთვნილ საამქროში. საწარმო მრავალფეროვან ღვინოებთან ერთად უშვებს ყურძნის ჭაჭას და ალუბლის ლიქიორს. ქ-ნის საპროექტო სიმძლავრეა 25 ათასი დკლ ღვინო წელიწადში. “ვ.+” დიდ ყურადღებას უთმობს ახ. საავტორო სასმელების შექმნას. ამის შედეგად შეიქმნა ნატურალური ემულსიური “ალუბლის ლიქიორი”, “ჭაჭა ტარხუნა” და საავტორო ღვინოები – თეთრი მშრალი და თეთრი ნახევრადმშრალი ღვინო “ბინეხი”. პროდუქცია გადის ექსპორტზე (იაპონია, კორეა, ჩინეთი, პოლონეთი, გერმანია, თურქეთი, უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები და სხვ.). სხვადასხვა საერთაშ. კონკურსებსა და გამოფენებზე მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მ. შ. 1 გრან-პრი (2000, სანქტ-პეტერბურგი), 17 ოქროს, 10 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი (2000–12). ბ. ხალვაში.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ვაზი%2B&oldid=8484-დან“