ვაზიანი (სააქციო საზოგადოება)

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაზიანი ღვინის ქარხანა.png

“ვაზიანი” (სააქციო საზოგადოება), ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია, დაარსდა 1982 თბილისში როგორც “სამტრესტის” სუვენირულ ნაკეთობათა კომბინატი (უშვებ-და სუვენირულ ბოთლებში ჩამოსხმულ ღვინოს, კონიაკსა და არაყს), რ-იც 1989-იდან სამრეწვ.-კომერციულ ფირმად გადაკეთდა და ეწოდა “ვაზიანი”. 1992-იდან კი ჩამოყალიბდა როგორც სააქციო საზ-ბა “ვ.” უშვებდა 32 დასახელების სხვადასხვა ასორტიმენტის პროდუქციას: ნატურალურ ღვინოს, კონიაკს (ბრენდი), არაყს და ცქრიალა ღვინოს. მისი წლიური ბრუნვა 3 მლნ. ბოთლს შეადგენდა. ქ-ნა აღჭურვილი იყო უახლესი ტიპის მანქანა-დანადგარებით. კომპანია კახეთში (თელავი) ფლობდა ღვინის პირველადი გადამუშავების ქ-ნას და ვენახებს. ნედლეულს ღებულობდა აგრეთვე საქართვ. სხვა რეგიონებიდანაც ვაზის ადგილწარმოშობის მიხედვით. ღვინის ჩამოსხმა ხდებოდა როგორც ბოთლებში, ისე სხვადასხვა ტევადობის კერამიკულ დოქებში. კომპანია კონიაკის ერთ-ერთი ძირითადი მწარმოებელი იყო საქართველოში. “ვ-ს” ჰქონდა რამდენიმე ასეული ათასი დკლ ტევადობის სპირტსაცავი (ორხევში), სადაც ინახავდნენ სა-კონიაკე სპირტს სამარკო და ორდინარული კონიაკების დასამზადებლად. “ვ-ის” მიერ დამზადებული კონიაკებიდან განსაკუთრებული გემოთი და ხარისხით გამოირჩეოდა: “არაგვი”, “გრე-მი”, “ვარციხე”, “ენისელი”, “თბილისი”. ცქრიალა ღვინოებიდან აღსანიშნავი იყო “სამეფო” და “ოქრო”. საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის 80% საექსპორტოდ იგზავნებოდა დსთ-ის ქვეყნებში, კანადაში, აშშ-ში, პოლონეთში, ბელგიაში, გერმანიაში და სხვ. “ვ-ის” პროდუქციას საერთაშ. გამოფენებზე მიღებული ჰქონდა 5 ოქროს, 7 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი. 2004 წ. ქ. ოდესაში (უკრაინა) გამართულ ალკოჰოლური სასმელების საერ-თაშ. გამოფენაზე ცქრიალა ღვინო “სამეფომ” მიიღო გრან-პრი. 2012 კომპანიაში მოხდა რეორგანიზაცია და იგი დაიშალა რამდენიმე შპს-დ. “ვ-ის” სამართალმემკვიდრე გახდა შპს “ვაზიანი კომპანი”, რ-იც ფლობს სრული ციკლის უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ახალ ღვინის ქ-ნას თელავში (აშენდა 2013). ქ-ნის საპროექტო სიმძლავრე 3 მლნ. ბოთლია წელიწადში. უშვებს 22 დასახელების როგორც თეთრ, ისე წითელ ღვინოს წლიურად საშუალოდ 1,5 მლნ. ბოთლის ოდენობით. პროდუქცია გადის საექსპორტოდ ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ჩინეთში და ა. შ. ლ. აბრა-მიშვილი.