ვაზისუბანი, სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტოლების თემში (იმერეთის მხარე)

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაზისუბანი, სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტოლების თემში (იმერეთის მხარე), კოლხეთის დაბლობზე, მდ. ხევისწყლის (რიონის მარცხ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 20 , სამტრედიიდან 14 კმ, საჯავახოდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 4 კმ. 620 მცხ. (2002). ვ-ში არის ღვთისმშობლის ეკლესია (განვითარებული შუა საუკ.). ინტერიერში მოხატულობა დაზიანებულია. ჩრდილოეთის ფასადის მოჩუქურთმებულ ქვაზე ორ სვეტად ამოკვეთილია ლაპი-დარული წარწერა, შუაში ასევე ამოკვეთილია ჯვარი. წარწერის თანახმად, ძეგლი აუგია ფეოდალ ჭილაძეს, აქედან მოდის ტერიტ. სახელწ. “საჭილაო”.