ვათეიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯ. ვათეიშვილი.png


ვათეიშვილი (ვათაძე) ჯუანშერ ლევანის ძე (დ. 8. X. 1931, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1973), პროფესორი (1990), რფ მეცნ. დამს. მოღვაწე (1992). საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი [1990. პრემია მიენიჭა არნ. ჩიქობავასთან ერთად მონოგრაფიისათვის “პირველი ქართული ნაბეჭდი გამოცემები” (ქართ., რუს., ინგლ. ენებზე), თბ., 1978]. 1954 დაამთავრა მოსკ. სახელმწ. უნ-ტი. 1958-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმში (პრეზიდენტის თანაშემწედ, განყ-ბის გამგედ), 1960–62 – ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტში (1962–64 სწავლული მდივანი). 1985-იდან მოსკოვის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტ. სამეცნ.-კვლ. მუზეუმის დირექტორია, 1988-იდან – გერმ. სამეცნ. საზ-ბის “გიორესგეზელშაფტის” (ქ. კიოლნი) ნამდვილი წევრი. 1992-იდან ხელმძღვანელობს მოსკოვში თავისსავე დაფუძნებულ ალექსანდრე და პეტრე ბაგრატიონების სახ. საერთაშ. ფონდს, 1996-იდან კი – ამსტერდამში ნიკოლაას ვიტსენისა და ალექსანდრე ბაგრატიონის სახ. ქართ. სამეცნ.-კულტ. ცენტრ “გეორგიკას”. ვ-ის სამეცნ. ინტერესების სფერო მოიცავს საქართვ. ურთიერთობათა ისტორიას რუსეთთან და დას. ევრ. ქვეყნებთან. 1977–82–90, როგორც იუნესკოს სტიპენდიანტმა, ხუთი ქვეყნის (საფ-რანგეთი, იტალია, ესპანეთი, ჰოლანდია, შვედეთი) არქივებში მოიძია ვრცელი დოკუმენტური მასალა დას. ევროპის ქვეყნებთან საქართვ. ისტ. ურთიერთობის შესახებ. თხზ.: საქართველო-რუსეთის მეცნიერულ-კულტურული თანამშრომლობის ისტორიიდან XVIII საუკუნეში, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1975, #4; Русская общественная мысль на Кавказе в первой трети XIX века, М., 1973; П. И. Иоселиани. Очерк жизни и научно-общественной деятельности, თб., 1978 (თანაავტ. ა. ბარამიძე); Грузия и европейские страны. Очерки истории взаимоотношений XIII–XIX вв.; т.1 – Грузия и Западная Eвропа XIII–XVII вв., т. 2 – Побратим Петра Великого. Жизнь и деятельность Александра Багратиони; т. 3 – Грузия и Россия Х–ХIХ вв., М., 2003–04; Die Anfänge des georgischen Buchdrucks, «Georgica», Jепа –Тb., 1980; The first Georgian printed Bible: on the history of its appearance, «Estudios Biblicos», v. 41, cuad. 3–4, Madrid, 1983; Origine e vicende editoriali della prima Biblia in lingua georgiana, «Nicolaus», Bari, 1986, Fasc. 1; Pietro Della Valle and his „information on Georgia“ of 1626, «Regnum Dei», 2000, №126.