ვაკელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ი. ვაკელი.png


ვაკელი (ნამდვ. გვარი – მეგრელიძე) იონა ლუკას ძე 10 (23). XI. 1900, სოფ. ვაკე, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი,  11. IV. 1988, თბილისი, პოეტი, დრამატურგი. 1920 დაამთავრა შ. ნუცუბიძის განათლების კურსები თბილისში. იყო ლიტ. დაჯგუფება “პროლეტარული მწერლობის” ერთ-ერთი მესვეური. მუშაობდა გაზ. “მუშაში”, ხელმძღვანელობდა ჟურნ. “ჩი-რაღდანს”. 1945-იდან წლების განმავლობაში უძღვებოდა საქართვ. მწერალთა კავშირის დრამის სექციას. თავდაპირველად ლექსებს აქვეყნებდა ი. მეგრელიძის ხელმოწერით, ხოლო 1920-იდან – ი. ვაკელის ფსევდონიმით. პირველი ლექსი “გურია” 1918 გამოაქვეყნა ჟურნ. “მხედარში”. ამის შემდეგ მისი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. 1922 გამოვიდა ვ-ის ლექსების პირველი კრებ. “შარავანდედი”, მომდევნო წლებში – ლექსების რამდენიმე კრებული, მ. შ. “რჩეული” (1958). ვ. ავტორია პოემებისა: “ევროპა” (1924), “მეწისქვილე” (1926), “შირაქიანი”, “ზელიმხანი” (1927), “არსენა ჯორჯიაშვილი” (1930); პიესებისა: “აპრაკუნე ჭიმჭიმელი” [1933, კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრი, 1934; 25 წლის შემდეგ გადაამუშავა და უწოდა “აპრაკუნე” (“საქმის კაცი”), ცალკე წიგნად გამოვიდა 1969], “შამილი” (1934; კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრი, 1935), “გიორგი სააკაძე” (1939; თბილ. ა. გრიბოედოვის სახ. რუს. დრამ. თეატრი; პრემია საკავშ. კონკურსში, 1941; ცალკე წიგნად გამოვიდა 1947, 1957), “რვალი” (1952; რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრი; ცალკე წიგნად გამოვიდა 1953), “შური” (1938; კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრი; ცალკე წიგნად – 1956), “ხელაშვილების ოჯახი” (იგივე “ახალი აზნაურე-ბი”, 1962; ქუთ. თეატრი; ცალკე წიგნად – 1963) და სხვ. თარგმნა პ. ბ. შელის, ჰ. ჰაინეს, ი. ვ. გოეთეს, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვისა და სხვათა თხზულებანი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუს. ენაზე. თხზ.: რჩეული, თბ., 1958; თხზულებანი ორ ტომად, თბ., 1975–77; ტრაგედიები, თბ., 1960; პიესები, თბ., 1969; ქართული მელოდიები. ლექსები და პოემა, თბ., 1971; მე შემართება მიყვარს ქართუ-ლი, თბ., 1983; რა ცოტა გვყოფნის, თბ., 1987. რ. კვერენჩხილაძე.