ვაკე, იმერეთის დაბლობი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაკე, იმერეთის დაბლობის დასავლეთ ნაწილის ისტორიული სახელწოდება (წყაროებში იხსენიება XVII ს-იდან). ტერიტორიულად მოქცეულია მდ. ცხენისწყალსა და რიონს შორის. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ ზედა პალეოლითის ხანიდანაა დამოწმებული. შემორჩენილია ბრინჯაოს ხანის ნასახლარები – ბორცვები, ე. წ. “გორიკები”. ადრეულ შუა საუკუნეებში ვ-ის ტერიტ. ეგრისის სამეფოში შედიოდა, ერთიანი საქართველოს დაშლის (XV ს.) შემდეგ კი – იმერეთის სამეფოში. სამხ.-ადმ. დანაწილებით იგი იმერეთის სამეფოს პირველი სადროშოს შემადგენელი ნაწილი იყო. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. თ. ბერაძე.