ვაკე, სოფელი თეთრი წყარო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაკე, სოფელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ჩხიკვთის თემში (ქვემო ქართლის მხარე), ალგეთის ხეობაში, სოფ. გუდარეხის ჩრდ.-აღმ-ით. ზ. დ. 860 . 12 მცხ. (2002). XV–XVIII სს. ისტ. საბუთებში მოხსენიებულია როგორც საბარათიანოს სოფელი. ვ. აღნიშნულია ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) რუკებზე და მოხსენიებულია ქვემო ქართლის სოფელთა სიაში. ვ. არსებობდა შუა საუკუნეებშიც, რასაც ადასტურებს XIII ს. ორი ეკლესია. ერთ-ერთი მათგანის წარწერაში იხსენიება თამარ მეფე. XIX–XX სს-ში სოფელში ცხოვრობდნენ ჩამოსახლებული მთიელები. სოფლის განაპირას დგას 1341 წ. აგებული ღვთისმშობლის ეკლესია. ლიტ.: ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII საუკუნის I მეოთხედში, თბ., 1935; მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, ნაწ. 1, თბ., 1964. თ. თოდრია.