ვაკიჯვრის განძი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაკიჯვრის განძი, ძვ. წ. XII –XI სს. ბრინჯაოს ნივთების განძი. აღმოჩენილია 1936 სოფ. ვაკიჯვარში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ადგილ ქორბუდეში. განძის შემადგენლობაში იყო დ. ქორიძისეული I სახეობის კოლხური ცული, დაზიანებული წალდი, ბრტყელი ცულის ნატეხი, სამი თოხი, სეგმენტისებური იარაღის ნატეხები; შუბისპირი, სატეხი (თუ ბრტყელი ცული), 24 ზოდი. 1960 სოფელში აღმოჩნდა ძვ. წ. II ათასწლ. დასასრ. – I ათასწლ. I ნახ. მშვილდსაკინძი, იგი ერთწილადია, მშვილდი შემკულია წიწვისებური ორნამენტით. მასალა ინახება ოზურგეთის ისტ. მუზეუმში. ლიტ.: რამიშვილი ა., კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, ბათ., 1974; ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965. ა. რამიშვილი.