ვალაშკერტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვალაშკერტი, ისტორიული სომხეთის ბაგრევანდის მხარის ცენტრი. ეკუთვნოდა გრიგოლ განმანათლებლის საპატრიარქო სახლს. კათოლიკოს სააკ პართელის სიკვდილის (439) შემდეგ მისი სამფლობელოები გადავიდა კათოლიკოსის ქალიშვილის – სააკანუშ მამიკონიანის ხელში და ამ ფეოდ. გვარის დომენის ნაწილად იქცა. იხ. სტ. ვალაშკერტის საეპისკოპოსო.