ვალდაის ივერთა მონასტერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვალდაის ივერთა მონასტერი.png

ვალდაის ივერთა მონასტერი, მამათა მონასტერი ვალდაის ტბის ერთ-ერთ პატარა კუნძულზე, ნოვგოროდის მახლობლად. სახელწოდება მიიღო ათონის ივერთა მონასტერში დასვენებული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის (999) პატივსაცემად, რ-ის პირი 1648 გადმოიღეს მოსკოვის და სრულიად რუს. პატრიარქის ნიკონის თაოსნობით და დაასვენეს მოსკოვის ნიკონის ტაძარში. 1654, ნიკონის თხოვნით, სოფ. ვალდაი და მონასტრის მიმდებარე სახელმწ. უწყების კუთვნილი ტერიტ. გადაეცა ახლადაშენებულ ვ. ი. მ-ს (ათონის ივერთა მონასტრის გეგმის მიხედვით), სადაც ხატი გადმოასვენეს და მიძინების ტაძრის სახატეში დაასვენეს. მოსკ. ნიკონის ტაძარში დარჩა ამ ხატიდან გადაღებული პირი. ვ. ი. მ. ძლიერი და მდიდარი ყმა-მამულების მფლობელი მამათა მონასტერი იყო.