ვალიშევსკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ს. ვალიშევსკი.png

ვალიშევსკი (Waliszewski) სიგიზმუნდ (ზიგმუნტ) (1. XII. 1897, პეტერბურგი, – 1936, ვარშავა), პოლონელი ფერმწერი და გრაფიკოსი. 1903 ვ-ების ოჯახი საცხოვრებლად გადმოვიდა ბათუმში, 1905 კი – თბილისში, სადაც ვ. სწავლობდა თბილისის ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელი კავკ. საზ-ბის ქანდაკებისა და ფერწერის სკოლაში. 1908 თბილისში გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა სახელწოდებით “საოცარი ბავშვი”. 1919 თბილისში მოხატა რესტორანი “ქიმერიონი” (ლ. გუდიაშვილთან, დ. კაკაბაძესა და ს. სუდეიკინთან ერთად, ამჟამად შოთა რუსთაველის სახ. დრამ. თეატრის შენობაშია), მონაწილეობდა ნ. ფიროსმანაშვილის სურათების შეგროვებაში. 1921-იდან პოლონეთში ცხოვრობდა. სწავლობდა კრაკოვის სამხატვრო აკადემიაში, 1924–31 ცხოვრობდა საფრანგეთში, 1931-იდან – ისევ პოლონეთში. ვ. ახ. პოლონური მხატვრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ნამუშევრებისათვის ნიშანდობლივია პიროვნების ხასიათის სიმკვეთრე, ზოგჯერ გროტესკულობა, ნახატის სიმახვილე, ფართო ფერწერული მანერა. მხატვრის სურათების უმრავლესობა თავმოყრილია კრაკოვის, პოზნა-ნისა და ვარშავის ეროვნ. მუზეუმებში. ნამუშევრები: “მოცარტი და სალიერი” (1917), “სიყვარულის კუნძული” (1935), ავტოპორტრეტი (1935; ყველა – პოლონეთის ეროვნ. მუზეუმი, ვარშა-ვა). ძვ. თბილ. თემებზე ასრულებდა თეატრ. დეკორაციებსაც. ვ. ბერიძე.


ს. ვალიშევსკი სტეპკოს დუქანი.png