ვალიშვილი ნოდარ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვალიშვილი ნოდარ ვარლამის ძე (დ. 25. X. 1932, ქუთაისი), მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1972). 1956 დაამთავრა მოსკ. ჩარხ-საინსტრუმენტო ინ-ტი, 1968 კი – მოსკ. მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის მათემატიკის ფაკ-ტი. 1958–66 მუშაობდა მოსკ. ჩარხსაინსტრუმენტო ინ-ტში, 1966–73 – მოსკ. ნ. ბაუმანის სახ. უმაღლეს ტექ. სასწავლებელში. 1973 –89 ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახ. პოლიტექ. ინ-ტის რექტორია. 1989-იდან ამავე ინ-ტში ხელმძღვანელობდა მასალათა გამძლეობის კათედრას. 2009-იდან არის ა. წერეთლის სახ. უნ-ტის პროფესორი. 1998 ქუთაისში დააარსა ახ. ტიპის საავტორო საშ. სკოლა. ვ. იკვლევს მყარი დეფორმირებადი სხეულების არაწრფივ მექანიკას. მის მიერ დამუშავებული მეთოდები საფუძვლად დაედო ალგორითმებსა და პროგრამებს, რ-ებსაც იყენებენ თხელკედლიანი კონსტრუქციების გაანგარიშებებსა და პროექტირებაში. ავტორია 21 მონოგრაფიისა, აქვს სახელმწ. ჯილდოები. თხზ.: მასალებისა და კონსტრუქციების გამძლეობა, თბ., 2008 (თანაავტ. დ. გიორხელიძე); Формулы для расчëта рам со стойками переменного сечения, М., 1965; Применение ЭВМ для расчëта деталей машин, М., 1974; Методы расчëта оболочек вращения на ЭЦВМ, М., 1976.