ვალუტა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვალუტა (იტალ. valuta – ფასი, ღირებულება), 1. ქვეყნის ფულის ერთეული (დოლარი – აშშ-ში, იენა – იაპონიაში, რუბლი – რუსეთში, ლარი – საქართველოში და ა. შ.); 2. უცხო სახელმწიფოების ფულის ნიშნები, აგრეთვე საკრედიტო და საგადასახდელო დოკუმენტები (თამასუქების, ჩეკების, ბანკნოტების სახით), რ-ებიც გამოხატულია უცხოური ფულის ერთეულებით და გამოიყენება საერთაშორისო ანგარიშსწორებაში (უცხოური ვ.). გამოყენების რეჟიმის მიხედვით ვ. შეიძლება იყოს თავისუფლად კონვერტირებადი, ნაწილობრივ კონვერტირებადი და არაკონვერტირებადი. თავისუფლად კონვერტირებადია იმ ქვეყნების ვ., რ-თა კანონმდებლობით ვ-სთან დაკავშირებული ოპერაციები პრაქტიკულად შეუზღუდავია. ასეთი ვ. სპეც. ნებართვის გარეშე იცვლება ნებისმიერ სხვა ვ-ზე. პირველ რიგში მათ მიეკუთვნება აშშ დოლარი, ინგლ. გირვანქა სტერლინგი, იაპონური იენა, ევრო და სხვ. თავისუფლად კონვერტირებადი ვ. (განსაკუთრებით აშშ დოლარი და ევრო) ფართოდ გამოიყენება საერთაშ. ანგარიშსწორებისათვის და სავალუტო რეზერვების შესაქმნელად. ნაწილობრივ კონვერტირებადია იმ ქვეყნების ვ., სადაც გარკვეული წრის სავალუტო ოპერაციებზე შეზღუდვებია შენარჩუნებული. არაკონვერტირებადია ვ. იმ ქვეყნებისა, სადაც მოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვა და აკრძალვა ეროვნ. და უცხ. ქვეყნების ვ-ის შემოტანა-გატანაზე, ვ-ისა და სავალუტო ფასეულობათა ყიდვა-გაყიდვაზე, მის გაცვლაზე. ცალკეული ქვეყნების ვ-ის ყიდვა-გაყიდვა ხდება ვალუტის ბაზარზე, სადაც ეს პროცესი მიმდინარეობს ვ-ზე მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე. ვ-ის ბაზარი უზრუნველყოფს საერთაშ. ანგარიშსწორებასა და სავალუტო რისკის დაზღვევას, ვ-ის რეზერვის დივერსიფიკაციას, სავალუტო ინტერვენციას. ვ-ის ბაზრის მთ. სუბიექტს წარმოადგენენ ბანკები, რ-ებიც ფლობენ ფილიალთა ფართო ქსელს. ამასთან, ვ-ის ბაზარზე სავალუტო ოპერაციები ხორციელდება როგორც ბანკებს, ასევე ბანკებსა და საკუთარ კლიენტებს შორის (საერთაშ. ანგარიშსწორება საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის, მომსახურების, კერძო გზავნილების, კაპიტალის მოძრაობის ხაზით და სხვ.). უმსხვილესი საერთაშ. სავალუტო ბაზრებია: ნიუ-იორკის, ლონდონის, ტოკიოს, პარიზის, მაინის ფრანკფურტის, ციურიხის, ჰონკონგის, სინგაპურის, ბაჰრეინის და ა. შ. სხვადასხვა ქვეყნების ფულად ერთეულებს შორის თანაფარდობას ვალუტის კურსი ეწოდება. ვ-ის კურსის სიდიდეზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: ვ-ის მსყიდველობითუნარიანობა, ქვეყნის საგადასახდელო ბალანსი, ინფლაციის დონე, ქვეყნის განვითარების საერთო ეკონ. დონე, წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ბაზარზე, წარმოების ეფექტიანობა, პოლიტიკური სტაბილურობა, აგრეთვე ისეთი სუბიექტური ფაქტორები, როგორიცაა: ნდობა, რწმენა, ინფლაციური მოლოდინი მოცემული ვ-ისადმი და მოცემული ქვეყნის ეკონ. განვითარების პერსპექტიულობა. უცხოური ვ-ის კურსის დადგენა (კოტირება) ხდება ვ-ის ბაზარზე მოქმედი მარეგულირებელი ნორმებისა და ჩამოყალიბებული პრაქტიკის შესაბამისად. მსოფლიოს ქვეყნების ვ-ების ჩამონათვალი და თანაფარდობა ბანკნოტსა და მონეტას შორის მოცემულია ცხრილში. მსოფლიოს ქვეყნების ვალუტები



1.jpg


2.jpg


3.jpg


4.jpg


5.jpg



  • ზოგიერთ ვალუტას, გარდა საერთაშორისო აღნიშვნისა და კოდისა, აქვს სპეციალური სიმბოლო. მაგ., – ქართული ლარი, – აზერბაიჯანული მანათი, – თურქული ლირა, – რუსული რუბლი, – სომხური დრამა, $ – აშშ დოლარი, £ – გირვანქა სტერლინგი, € – ევრო და სხვ.
    • შვეიცარიული ფრანკის 1/100 ნაწილს, ქვეყანაში არსებული სამი ოფიციალური ენის შესაბამისად ეწოდება რაპენი (გერმანულად), სანტიმი (ფრანგულად) და ჩენტეზიმო (იტალიურად).