ვამეყ II დადიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვამეყ II დადიანი, ოდიშის ერისთავი 1474–82. ბიძა შამადავლე დადიანისა, რ-ის სიკვდილის შემდეგაც დაეუფლა ოდიშს. ებრძოდა იმერეთის მეფე ბაგრატ II-ს (იხ. ბაგრატ VI), რ-მაც 1477 ილაშქრა ოდიშში. ვ. II დ. დამარცხდა და იძულებული გახდა იმერეთის მეფეს დამორჩილებოდა. ბაგრატის სიკვდილის შემდეგ (1478) ვ. II. დ-მა არ მისცა საშუალება მის მემკვიდრე ალექსანდრეს (იხ. ალექსანდრე II) გამეფებულიყო და ხელი შეუწყო ქართლის მეფე კონსტანტინე II-ს, განემტკიცებინა თავისი ხელისუფლება იმერეთში. ლიტ. იხ. სტ-თან ვამეყ I დადიანი. თ. ბერაძე.