ვამეყ I დადიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვამეყ I დადიანი, ოდიშის ერისთავი 1384–96, მანდატურთუხუცესი. ერთიანი საქართველოს მეფეებთან ერთად ებრძოდა განკერძოების მოსურნე იმერეთის მეფეებს. 1392 დაამარცხა იმერეთის მეფე ''გიორგი I'', რ-იც ამ ბრძოლაში დაიღუპა. ვ. I დ-ის დახმარებით საქართვ. მეფე გიორგი VII-მ, თემურლენგის შემოსევათა მიუხედავად, დას. საქართველოში თავისი ძალაუფლება განამტკიცა. ვ. I დ-მა წარმატებით ილაშქრა ჯიქეთში და იქიდან წამოღებული მარმარილოს სვეტებითა და ფიქლებით ხობის ეკლესიას თავისი მშობლების საძვალე მიაშენა. მისივე თაოსნობით მოხატეს წალენჯიხის ეკლესია. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ლიტ.: თაყაიშვილი ე., არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში, ტფ., 1913; მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941. თ. ბერიძე.