ვანათის არხი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვანათის არხი, სარწყავი არხი შიდა ქართლის ვაკეზე. წყალს იღებს მდ. პატარა ლიახვიდან, სოფ. საცხენეთთან. უერთდება მდ. ლიახვს ქ. ცხინვალთან. საექსპლუატაციოდ გადაეცა 1953. სიგრძე 14 კმ. რწყავს ძირითადად გორისა და ერედვის მუნიციპალიტეტების სოფლების სას.-სამ. სავარგულებს.