ვანაძეები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვანაძეები, სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემში (აჭარის არ), მესხეთის ქედის სამხრ. კალთაზე, ღორჯომისწყლის (აჭარისწყლის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 1200 , ხულოდან 15 კმ. 408 მცხ. (2002). სახელი ეწოდა ვანაძეების საგვარეულოს მიხედვით. სოფლის სამხრ-ით, ჩრდილაქედის (“საკაჟიქედი”) შემაღლებულ ადგილზე, შემონახულია XI ს. დასაწყ. ეკლესიის ნანგრევები. მოსახლეობა ამ ქედს საყდრისქედს, ეკლესიის ადგილს – ნა-საყდრალს, ხოლო თვით ეკლესიას აგარის ეკლესიას უწოდებს. ჯერ კიდევ 1888 ეკლესიის შიდა ნაწილის გათხრებისას დიდი რაოდენობით აღმოჩენილი არქეოლ. მასალის საუკეთესო ნიმუშები პ. უვაროვას ჩამოთვლილი აქვს თავის ნაშრომში, ხოლო ეკლესიის თავდაპირველი სახე გამოვლინდა 1985 ნანგრევების გაწმენდის შემდეგ. ეკლესიის ირგვლივ მთელ ფერდობზე ორმოსა-მარხებია. მიცვალებულთა დასაკრძალავად იყო გამოყენებული ეკლესიის სამხრ. მინაშენიც. სამარხების ძირითადი ტიპია ორმოსამარხები, ხოლო დამარხვის წესები ისეთივეა, როგორც საერთოდ იმდროინდელ ქრისტ. სამყაროში იყო გავრცელებული. ლიტ.: მამულაძე შ., ღორჯომის წყლის ხეობაში 1985 წელს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიში, წგ.: სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები, თბ., 1988.