ვანთლიაშეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვანთლიაშეთი, უღელტეხილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე, მდ. ჩარასალდისხევის (კაბალის მარჯვ. შენაკადი) სათავეში. სიმაღლე 2441 . უღელტეხილის მიდამოები აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ვ. ბილიკით აკავშირებს მდინარეების კაბალისა (ალაზნის მარცხ. შენაკადი) და ავარიის ყოისუს (სულაკის მარცხ. მდგენელი; დაღესტანი) ხეობებს. მის კალთებზე სუბალპ. მდელოთა ლანდშაფტია. დ. უკლება.