ვანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვანი ქალაქის საერთო ხედი.png


ვანი, ქალაქი (1961–81 – დაბა) დასავლეთ საქართველოში (იმერეთის მხარე). ვანის მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდ. სულორის (რიონის მარცხ. შენაკადი) ნაპირას, ბაღდათი–დაფნარის საავტ. გზაზე. ზ. დ. 60 , თბილისიდან 276 კმ, სამტრედიიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 23 კმ. 4,7 ათ. მცხ. (2002). ვ-ში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 13,90C, იანვ. საშ. ტემპ-რა 4,10C, ივლ. 23,40C. ნალექები 1380 მმ წელიწადში. ვ-ში არის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადასამუშავებელი და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოები, სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო სკოლები, ო. ლორთქიფანიძის სახ. ვანის არქეოლ. მუზეუმ-ნაკრძალი, სახალხო თეატრი. მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება შპს “ფარმაცია-ვანი” და შპს “ადითი”.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ვანი&oldid=8663-დან“