ვანისა და ბაღდათის ეპარქია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვანისა და ბაღდათის ეპარქია, ეპარქია დასავლეთ საქართველოში. მისი საზღვრები ემთხვევა ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტების ადმ. საზღვრებს. ვ. და ბ. ე-ს დას-ით ესაზღვრება შემოქმედის, აღმ-ით – მარგვეთისა და უბისის, ჩრდ-ით – ქუთაის-გაენათის, სამხრ-ით – ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიები. თანამედროვე ვ. და ბ. ე-ში, როგორც საერთოდ საქართველოში, ქრისტიანობის გავრცელება I ს-იდან დაწყებულა. აქ გადიოდა გზა, რ-ითაც დას. ქვეყნები აზიასთან ამყარებდნენ ურ-თიერთობას. დას. საქართვ. საკათოლიკოსოს წარმოქმნის შემდეგ (XIV ს.), დღევანდელი ვ. და ბ. ე-ის ტერიტ. ქუთაისისა და მარგვეთის სამწყსოში შედიოდა (იმერეთის სამეფო), XVIII ს. დასაწყისში – ქუთათელისა და ხონელის ეპარქიაში, ხოლო საქართვ. საეგზარქოსოს პერიოდში კი იმერეთის ეპარქიის დაქვემდებარებაში იყო. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (1917) ეს ტერიტ. ქუთაისისა და გაენათის ეპარქიას მიაკუთვნეს. ვ. და ბ. ე. ჩამოყალიბდა 1995 წ. 5 აპრილს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით. მღვდელმთავრის რეზიდენციაა ვანი და ბაღდათი. ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 5, თბ., 1971; История Грузинской иерархии с присовокуплением обращения в христианство осетин и других горских народов, М., 1826. ე. ბუბულაშვილი.