ვანის განძი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვანის განძი.png


ვანის განძი, ძვ. წ. II–I სს. სპილენძის მონეტების განძი. აღმოჩენილია 1967 ვანის ნაქალაქარის არქეოლ. გათხრების დროს მოზაიკურიატაკიანი ტაძრის საკურთხევლის წინ. შეიცავს 119 ც. მონეტას. განძის 1 მონეტა მოჭრილია ქ. ამისოსში და თარიღდება ძვ. წ. 111–105 (შუბლზე, მარჯვნივ, ომის ღმერთის არესის თავის გამოსახულებაა, ზურგზე – ქარქაშში ჩაგებული მახვილი). დანარჩენი მონეტები ერთნაირია (თარიღდება ძვ. წ. I ს. 80-იანი წლებით), რ-თა შუბლზე გამოსახულია ნაყოფიერების ღვთაების ისიდას თავსამკაული – სტილიზებული ლოტოსი, ზურგზე – რვაქიმიანი ვარსკვლავი. ეს მოტივი უნიკალურია. ასეთი მონეტები აღმოჩენილია მხოლოდ ძვ. კოლხეთის ტერიტორიაზე (ვანი, ეშერა). ამის საფუძველზე სავარაუდოა, რომ ისინი ადგილობრივად იჭრებოდა. ლიტ.: დუნდუა გ., იჭრებოდა თუ არა მონეტა ვანში?, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნ. და ხელოვნ. ისტ. სერია, 1974, #2; დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; Дундуа Г. Ф., Лордкипанидзе Г. А., Денежное обращение Центральной Колхиды, Тб., 1983. გ. დუნდუა.