ვანის მუნიციპალიტეტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვანის მუნიციპალიტეტი.png

ვანის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში (იმერეთის მხარე). აღმ-ით ესაზღვრება ბაღდათის, დას-ით – სამტრედიისა და ჩოხატაურის, სამხრ-ით – ადიგენის, ჩრდ-ით – წყალტუბოს მუნიციპალიტეტები. ფართ. 557,0 კმ 2. მოსახლ. 34,5 ათ. კაცი (2002). ცენტრი – ქ. ვანი. ვ. მ-ში არის 1 ქალაქი, 41 სოფელი, 19 თემი: ამ-აღლების, ბზვანის (ცენტრი – ქვედა ბზვანი), გადიდის, გორის (ცენტრი – ქვედა გორა), დიხაშხოს, ზედა ვანის, ზეინდრის, მუქედის (ცენტრი – ქვედა მუქედი), სალომინაოს, სალხინოს, სა-პრასიის, სულორის, ტობანიერის, უხუთის, ფერეთის, ყუმურის, შუამთის, ციხესულორის, ძულუხის.