ვანის სახალხო თეატრი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვანის სახალხო თეატრი, დაარსდა 1930 თვითმოქმედი დრამ. კოლექტივის ბაზაზე, 1978 მიენიჭა სახ. თეატრის სტატუსი; თეატრი სპექტაკლებს მართავდა ვანის კულტ. სახლში. თავდაპირველად სცენისმოყვარეთა ძალებით დადგა შემდეგი სპექტაკლები: ა. ყაზბეგის “არსენა”, “ელეონორა”, ვ. გუნიას “და-ძმა”, დ. ჭონქაძის “სურამის ციხე”, ს. შანშიაშვილის “ხევისბერი გოჩა” (ა. ყაზბეგის “ხევისბერი გოჩას” მიხედვით) და სხვ. ვ. ს. თ-ში დაიდგა ვ. დარასელის “კიკვიძე”, ლ. მილორავას “კერპჯიუტა”, ა. ჩხაიძის “სამიდან ექვსამდე”, ო. იოსელიანის “ადამიანი იბადება ერთხელ”, ნ. დუმბაძის “საბრალდებო დასკვნა” და სხვ. თეატრს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: ი. აბრამიძე, ს. შარაშენიძე, შ. გიორგაძე, დ. ნიკოლეიშვილი, კ. გიორგაძე, ნ. გაბუნია, ს. ხვიჩია, ლ. გერსამია, ბ. ტორონჯაძე. 1994-იდან ვ. ს. თ-ს ხელმძღვანელობს მ. პირველაშვილი. თეატრში ჩამოყალიბდა ახალგაზრდული დასი. 2001 წ. 17 ნოემბ. ვ. ს. თ-ს გადაეცა ახ. შენობა, რ-ის სცენაზე საზეიმოდ გაიხსნა საქართვ. სახალხო (მოყვარულთა) თეატრების ფესტივალი. 1994–2010 თეატრის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ო. იოსელიანის “აიეტი, მედეას მამა” და “გამოქვაბული”, მ. ხეთაგურის “დატყვევებული ქარი”, პ. კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერი”, ნ. დუმბაძის “კუკარაჩა”, ლ. თაბუკაშვილის “მაგრამ უფლება არ მიუცია”, ო. შანიძის “ვივა სურიდატს”, მ. პირველაშვილის “ღირსების მსხვერპლი” და სხვ. ვ. ს. თ. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა თეატრ. ფესტივალებში, მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები. 2009 წ. 6 ნოემბერს თეატრის ოთხკაციანმა ჯგუფმა (მ. პირველაშვილი, ზ. ბურკაძე, ბ. გვენეტაძე, გ. ბუბუტეიშვილი) ვანში გამართულ იუმორისტულ კონკურსზე პირველი ადგილი დაიკავა. მ. პირველაშვილი. კ. სეფიაშვილი.