ვანიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვანიშვილი შალვა ნიკოლოზის ძე (დ. 1. IX. 1931, სოფ. ატენი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი), იურისტი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1992), საქართველოს პოლიტ. მეცნ. აკად. წევრი. 1954 დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი, სპეციალობით სახელმწ. სამართალი. 1954-იდან მუშაობდა ადმ. ორგანოებში, პარალელურად პედ. საქმიანობას ეწეოდა ნ. ბარა-თაშვილის სახ. გორის პედაგოგიურ ინ-ტში, თსუ-სა და სტუ-ში. მისი სამეცნ. კვლევის საგანია სახელმწ. და სამართლის ისტორია. არის გორისა და ვ. სუხიშვილის უნ-ტების სრული პროფესორი. ვ. 70–80-იან წლებში მოღვაწეობდა საქართვ. მეცნ. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის და ეთნოგრაფიის ინ-ტში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. სტატიები ქართ., რუს. და ინგლ. ენებზე, მ. შ. მონოგრაფია – “ამიერკავკასია რუსეთის მმართველობის სისტემაში (1864–1917)”.