ვანტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვანტი (Vant) იან, XVI ს. ევროპელი პილიგრიმი. ვ-ის ცნობით, რ-იც დათარიღებულია 1519-ით, ქართველები კვლავ ჩვეულებრივად ფლობდნენ გოლგოთის მთას: “იერუსალიმში ბევრი ქართველია, ისინი მრავალ წმინდა ადგილს ფლობენ, კერძოდ გოლგოთის მთას იმ ადგილითურთ, სადაც ჯვარი იდგა”. ლიტ.: თვარაძე ა., საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში (XII–XVI საუკუნეთა ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე), თბ., 2004. ა. თვარაძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ვანტი&oldid=8792-დან“