ვანქის უბანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვანქის უბანი, ფაშა-ვანქის უბანი, მდებარეობდა ისტორიული თბილისის ჩრდილო-დასავლეთით, ორბელიანთუბანში, მტკვრის მარჯვენა მხარეს, ავანაანთხევის (სალალაკისწყლის) მარცხენა სანაპიროსთან. სახელი უბანმა მიიღო აქ მდგარი ვანქის (ფაშა-ვანქის) სომხ.-სამოციქულო მონასტრის გამო. პორუჩიკ ჩუიკოს 1800 თბილ. გეგმაზე რომაული ციფრით VII აღნიშნული აქვს “Предместье Ванкис Убани”, ხოლო ციფრით VIII – ვანქის ციხე – “Замок Ванк”, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. თბილ. გარეთუბანში “ვანქის ციხე” არ არსებობდა. ეტყობა, რადგანაც ვანქი (ფაშა-ვანქი) გალავანშემოვლებული იყო, ჩუიკოს იგი დატანილი აქვს როგორც “ციხე”. ვ. უ-ის საზღვრები ამჟამად დაახლოებით ასე შეიძლება შემოიფარგლოს: აღმ-ით – მტკვარი, სამხრ-ით – ბარათაშვილის ქუჩა, დას-ით – გიორგი ათონელის ქუჩის მიდამოები და ჩრდ-ით – მტკვრის ქუჩა. თ. ბერიძე.